ვასო ურუშაძე - არ არსებობს დღე, თბილისის სასამართლოში არ მიმდინარეობდეს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის, ან პარტიის წევრის პროცესი - ნებისმიერ დროს რომ მივიდეთ, გაერთიანებული ოპოზიცია იქ დგას

საუბარიც ზედმეტია, ისედაც გაერთიანებულები ვართ, ნებისმიერ დროს სასამართლოში რომ მივიდეთ, გაერთიანებული ოპოზიცია იქ დგას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ვასო ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ოპოზიციის გაერთიანების შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.

ვასო ურუშაძის თქმით, ოპოზიციას აერთიანებს იდეა, რომ საქართველოში არჩევნები და ზოგადად დემოკრატიული ღირებულებები უნდა არსებობდეს.

„"ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის მზადაა და მოწადინებულია, იყოს ერთობა. დღეს უკვე ისეთი გამოწვევის წინაშე ვდაგავთ, რომ სახელმწიფოში ყველაზე მნიშვნელოვანი - დემოკრატიული ღირებულებები და რომ არჩევნები უნდა არსებობდეს - იდეა გვაერთიანებს. შეიძლება იყოს ეტაპი, როცა ხედვებსა და ღირებულებებს შორის განსხვავებებია, მაგრამ ამაზე საუბარიც ზედმეტია, ისედაც გაერთიანებულები ვართ, თბილისში, საქალაქო სასამართლოში რომ მივიდეთ, ნებისმიერ დროს, გაერთიანებული ოპოზიცია იქ დგას - ან რომელიღაც პარტიის ლიდერის სასამართლო პროცესია, ან რომელიმე ოპოზიციური პარტიის აქტივისტს იჭერენ. არ არსებობს დღე, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში არ მიმდინარეობდეს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის, ან ოპოზიციური პარტიის წევრის სასამართლო პროცესი. მოცემულობა შეიქმნა ისეთი, რომ ყველა არის გაერთიანებული...

ჩემი აზრით, ივანიშვილის ვერტიკალური მმართველობის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ჰორიზონტალური პლატფორმებით იმიტომ, რომ მას აქვს მკაფიოდ აწყობილი ოლიგარქიული პირამიდა, რომელიც ეფუძნება ფულს და თუ შენ მის საწინააღმდეგოდ გინდა, რომ ისევ პირამიდა შექმნა, მაშინ იმაზე მეტი ძალაუფლება უნდა გქონდეს ვალუტაში გამოსახული ან მინიმუმ ძალები თანაბარი უნდა იყოს. შენ ციხეში იყო, ხოლო ის გარეთ იყოს და მის ხელში იყოს მთელი სახელმწიფო აპარატი, დამარცხება წარმოუდგენელია“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!