პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვას უნგრეთი ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრებს

პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბრიუსელის მიერ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვას უნგრეთი ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრებს.

„უნგრეთი ევროკავშირის სასამართლოს მიმართავს, როგორც კი REPowerEU-ს შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოქვეყნდება. ჩვენ მის გასაუქმებლად ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ“, - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

მისი თქმით, „გეგმა სამართლებრივ ხრიკს ეფუძნება, რომელიც ერთსულოვნების მიღწევის თავიდან აცილების მიზნით, სანქციებს სავაჭრო პოლიტიკის გადაწყვეტილებად წარმოაჩენს“.

„ეს ევროკავშირის წესებს ეწინააღმდეგება. ხელშეკრულებებში ნათლად არის ნათქვამი: ენერგეტიკის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული კომპეტენციის საკითხია“, - აცხადებს სიიარტო.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც გაზის, ასევე, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებს. გეგმის თანახმად, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო გაზის იმპორტის - 2027 წლის შემოდგომიდან.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!