Reuters - რუსეთს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე აეროპორტიდან ჯარები გაჰყავს

რუსეთს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე აეროპორტიდან ჯარები გაჰყავს , - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქამიშლის აეროპორტიდან 2019 წლის შემდეგ განლაგებული ჯარების გაყვანა დაიწყო.

ადგილობრივი წყაროების განცხადებით, რუსეთმა ჯარების გაყვანა გასულ კვირას დაიწყო. კერძოდ, ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა სამხედრო ტექნიკა ქამიშლიდან ხმეიმის სამხედრო აეროპორტში გადაიტანა.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში საბრძოლო მოქმედებების შედეგად სირიის სამთავრობო ძალებმა ქურთების მეთაურობით მოქმედი „სირიის დემოკრატიული ძალების“ (SDF) მიერ კონტროლირებადი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიები დაიკავეს. გასულ კვირას მხარეებმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. შაბათს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 15 დღით გახანგრძლივდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს