მარკ რუტე - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროპას ან ევროკავშირს აშშ-ის გარეშე საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, ოცნება გააგრძელეთ - ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროპას ან ევროკავშირს აშშ-ის გარეშე საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ, მაშინ ოცნება გააგრძელეთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„თქვენ ეს არ შეგიძლიათ. ეს ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. აშშ-ის ნატო სჭირდება. იმისთვის, რომ აშშ უსაფრთხოდ დარჩეს, მათ უსაფრთხო არქტიკა, ევროპა და ევროატლანტიკური რეგიონი სჭირდებათ“, - განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნატო-ს ერთგულია.

„ის ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მის გარეშე წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების 2%-იან ნიშნულამდე გაზრდა არასდროს მოხდებოდა“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს