ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმდ, ალექსანდრე დარახველიძემ საბჭოს წევრებს საანგარიშო პერიოდში სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიღწეული შედეგები გააცნო.

„მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და გატარებულ ღონისძიებებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა უკანონო მიგრაციის, ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანად საბრძოლველად.

სიტყვით გამოსვლისას, ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დამსწრე საზოგადოებას, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები გააცნო.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ანგარიშს 5 წელიწადში ერთხელ წარადგენენ. წელს საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება