კლერ ტუოდე ჟენევაში საქართველოს ანგარიშის განხილვაზე - გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კლერ ტუოდემ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

„გვსურს, შემდეგი რეკომენდაციები გავცეთ: უზრუნველყავით სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების. უზრუნველყავით მედია თავისუფლება და მედია პლურალიზმი. უზრუნველყავით გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და შეკრების უფლებების სრული პატივისცემა“, - განაცხადა ტუოდემ.

მისი თქმით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს „უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ადამიანის უფლებადამცველებისა და ჟურნალისტებისთვის“.

„გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი და უზრუნველყავით სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა. იბრძოლეთ ძალადობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, მათ შორის გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე არსებული ძალადობის, უზრუნველყავით ლგბტ+ პირების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა“, - აღნიშნა საფრანგეთის წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს