ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანიას ამჟამად არ აქვს შესაძლებლობა, უკრაინას Patriot-ის დამატებითი სისტემები გადასცეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, ბერლინს ამჟამად არ აქვს შესაძლებლობა, უკრაინას Patriot-ის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს.

პისტორიუსმა მოკავშირეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რადგან, მისი თქმით, გერმანიას ამისთვის მცირე შესაძლებლობები აქვს.

პისტორიუსის მტკიცებით, გერმანიამ უკვე შეიტანა „არაპროპორციულად დიდი წვლილი“ უკრაინისთვის Patriot-ის საკუთარი სისტემების მესამედზე მეტის მიწოდებით.

„მეტი ვერაფერი გაკეთდება, რადგან ჩვენ თვითონ ველოდებით ჩანაცვლებას (ადრე გადაცემული სისტემების),“ -აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის მხრიდან თავდასხმების ინტენსივობის მნიშვნელოვანი ზრდის გამო, უკრაინისთვის მიწოდებული IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა არასაკმარისია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს