დონალდ ტრამპი - ირანთან ახლოს დიდი არმადა გვყავს - მათ შეთანხმების დადება სურთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან დაკავშირებული სიტუაცია ცვალებადია, რადგან მან რეგიონში „დიდი არმადა“ გაგზავნა, თუმცა ფიქრობს, რომ თეირანს ნამდვილად სურს შეთანხმების დადება.

„ირანთან ახლოსდიდი არმადა გვყავს. ვენესუელაზე დიდი“, - განაცხადა ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში, თუმცა დასძინა, რომ დიპლომატია კვლავ ვარიანტად რჩება.

„მათ შეთანხმების დადება სურთ. მე ასე ვიცი. არაერთხელ დარეკეს. მათ საუბარი სურთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

Axios-ი, წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ირანზე დარტყმების შესახებ. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ამ კვირაში ამ საკითხზე კონსულტაციებს გამართავს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი აშშ-ის სამხედრო ძალების ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა, რომელიც ირანსაც მოიცავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს