პროკურატურა პოეტ ზვიად რატიანისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში პოეტ ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმეზე, რითაც მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, სასამართლო პროცესი ჩატარდა.

საქართველოს პროკურატურა პოეტ ზვიად რატიანთან მიმართებით ბრალის დამძიმებას ითხოვს. კერძოდ, პროკურორმა გიორგი გოგალაძემ მოითხოვა, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა შეფასდეს არა ხელის შეშლად, არამედ პოლიციელზე თავდასხმად.

როგორც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად შეცვალა რატიანისთვის წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია და არასამართლიანად მსუბუქი სასჯელი გამოიყენა, რითაც, პროკურორის თქმით, დაირღვა სამართლიანობის პრინციპი.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, როგორც ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ერთჯერადად ხელის დარტყმა ჯანმრთელობას არ აზიანებს და ეს არ არის ძალადობის ის სახე, რომლის გამოც ადამიანს შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მიესაჯოს.

შეგახსენებთ, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს. პროკურატურა ზვიად რატიანს პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავება. ბრალდების მხარის მტკიცებით, რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში ხელი დაარტყა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული პოეტს ბრალი სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით [წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ] გადაუკვალიფიცირა და აღნიშნული ბრალის მიხედვით ცნო დამნაშავედ. ზვიად რატიან 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. პროკურატურა ზვიად რატიანისთვის ბრალის კვლავ დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე უდანაშაულოდ ცნობას ითხოვს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს