ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების გარანტიაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვისაც - ჩვენ კონკრეტულ თარიღზე, 2027 წლის შესახებ ვსაუბრობთ და მხარდაჭერას ველით

ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღზე, 2027 წლის შესახებ ვსაუბრობთ , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ავსტრიის კანცლერ კრისტიან შტოკერთან სატელეფონო საუბარში უკრაინაში არსებული ენერგეტიკული ვითარება განიხილა.

„ასევე, კანცლერს გასულ კვირას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული სამმხრივი შეხვედრების შესახებ ვაცნობე. მხარეებმა ძირითადად სამხედრო საკითხები განიხილეს, თუმცა საუბარი უსაფრთხოების გარანტიებსაც შეეხო. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების გარანტიაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვისაც. ბოლოს და ბოლოს, ევროპის კოლექტიური უსაფრთხოება შესაძლებელია უკრაინის მიერ უსაფრთხოების, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში შეტანილი წვლილის მეშვეობით. სწორედ ამიტომ, ჩვენ კონკრეტულ თარიღზე ვსაუბრობთ, 2027 წლის შესახებ, და ჩვენი პოზიციის მიმართ პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერას ველით“, - წერს ზელენსკი X-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს