ამირან გულუაშვილმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 51-ე სესიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში გამართულ 51-ე სესიაზე, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამირან გულუაშვილმა ყურადღება გაამახვილა წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის, გენდერული ძალადობისა და ფემიციდის, ასევე შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე.

„ქალაქ ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში გამართულ 51-ე სესიაში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე შენგელიამ.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) წარმოადგენს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმს, რომლის ფარგლებში წევრი სახელმწიფოები პერიოდულად აფასებენ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს