„გახარია საქართველოსთვის“ - საქართველო იმართება რეჟიმის მიერ, რომლის მავნებლური, არაკომპეტენტური საგარეო პოლიტიკის გამო ევროატლანტიკურ კურსს ჩამორჩა, ამის მიუხედავად, რუსულ ორბიტაზე დაბრუნების შემდგარ ფაქტად მიჩნევა, აკნინებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, საქართველოს უკვე რუსულ ორბიტაზე დაბრუნებულ ქვეყნად წარმოჩენა აკნინებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანსა და საზოგადოების უმრავლესობის მტკიცე ევროპულ ორიენტაციას.

პარტია შესაბამისი განცხადებით ეხმაურება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“.

პარტიის განცხადებით, ისინი პატივისცემით ეკიდებიან პრეზიდენტ სანდუს, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ საქართველო დღეს იმართება რეჟიმის მიერ, რომლის „მიზანმიმართულად მავნებლური და არაკომპეტენტური საგარეო პოლიტიკის“ შედეგად ქვეყანამ ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსზე წინსვლა შეაფერხა.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით.

ცხადია, ვადასტურებთ პრეზიდენტ სანდუს მიმართ პატივისცემას, თუმცა: საქართველო დღეს იმართება რეჟიმის მიერ, რომლის მიზანმიმართულად მავნებლური და არაკომპეტენტური საგარეო პოლიტიკის გამო საქართველო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსს ჩამორჩა.

ამის მიუხედავად, საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების შემდგარ ფაქტად მიჩნევა აკნინებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მტკიცე ევროპულ ორიენტაციას, ასუსტებს ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების საერთო ძალისხმევას, საბოლოოდ დავაღწიოთ თავი რუსულ გავლენას და მოვიპოვოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისტორიულად საქართველოს უახლოესმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირონ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ამ რთულ დროს გამორჩეული გამძლეობით აგრძელებს საკუთარი ევროპული მომავლის დაცვას.

დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ავტორიტარული ხასიათისა, ქართული საზოგადოება, საქართველოს მოკავშირეებთან ერთად, შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები და ჩვენი საერთო მიზნები”,- წერია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!