პიტერ სიიარტო - უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა ჩაერთნენ ღია, უსირცხვილო და აგრესიულ კამპანიაში, მათი მიზანი ნათელია: უნგრეთის არჩევნებზე გავლენის მოხდენა - საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დავიბარეთ

“არჩევნებში ჩარევის” გამო უკრაინის ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს ბუდაპეშტში საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დავიბარეთ. არ შევეგუებით უნგრეთის არჩევნებში არავითარ ჩარევას, მათ შორის უკრაინის მცდელობას, გავლენა მოახდინოს შედეგებზე და საარჩევნო პროცესში ჩაერიოს პარტია “ტისას” სასარგებლოდ.

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის მთავრობა ჩაერთნენ ღია, უსირცხვილო და აგრესიულ გავლენის კამპანიაში. მათი მიზანი ნათელია: უნგრეთის არჩევნებზე გავლენის მოხდენა პარტია “ტისას” სასარგებლოდ.

მაგრამ მხოლოდ უნგრელ ხალხს შეუძლია უნგრეთის მომავლის გადაწყვეტა. ეს გადაწყვეტილება უნგრეთში მიიღება, არა ბრიუსელში და ნამდვილად არა კიევში. ყოველი შესაძლო ზომით დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს!” - წერს სიიარტო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს