უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ორი საკვანძო საკითხის გადასაწყვეტად, პუტინს შეხვდეს

ზელენსკი მზად არის, პუტინს შეხვდეს ორი საკვანძო საკითხის გადასაწყვეტად. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინულ გამოცემა “ევროპეისკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, სიბიგამ დაადასტურა, რომ სამშვიდობო პროცესის ჩარჩოში მოუგვარებელი რჩება ორი ყველაზე სენსიტიური საკითხი: ტერიტორიებთან და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამომავლო კონტროლთან დაკავშირებით.

“სწორედ მათ გადასაწყვეტად პრეზიდენტი მზად არის პუტინს შეხვდეს და ეს განიხილოს. თუმცა, სამშვიდობო პროცესში დაბრკოლებად კვლავ რუსეთი რჩება”, - განაცხადა სიბიგამ.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან შეხვედრის საჭიროებას ვერ ხედავს.

“პარალელურ მიმართულებებს არ უნდა ვქმნიდეთ. არის ფორმირებული სამომლაპარაკებლო გუნდები, რომლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც შედიან, ხოლო დამატებითი მიმართულებების შექმნა დროული არაა, საჭირო არაა”, - განაცხადა სიბიგამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს