განათლების რეფორმის კონცეფცია - სკოლის სახელმძღვანელო იქნება მუდმივად განახლებადი და მოქნილი

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის თანახმად, სკოლებში სახელმძღვანელო იქნება მუდმივად განახლებადი და მოქნილი, რაც საშუალებას მისცემს განათლების სისტემას, დროულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს.

კონცეფციის თანახმად, გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ბეჭდური სახელმძღვანელო, არამედ ვიდეორესურსები, ციფრული სიმულაციები, კვლევითი ამოცანები, მონაცემთა რეალური ანალიზი, ვირტუალური პლატფორმები და სხვა თანამედროვე შესაძლებლობები.

„განხორციელდება სასკოლო სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა, რაც გულისხმობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სახელმძღვანელოების შემუშავებას, იმ პრინციპით, რომ უზრუნველყოფდეს ცოდნის სიღრმეს, სისტემურ აზროვნებასა და ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირებულებების გააზრებას. გარდა ამისა, სახელმძღვანელო იქნება მუდმივად განახლებადი და მოქნილი, რაც საშუალებას მისცემს განათლების სისტემას, დროულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის შემოღება უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემისთვის − გარანტირებულად გაზრდის ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, გაამარტივებს მოსწავლის ადაპტაციას მობილობის პროცესში, უზრუნველყოფს განათლების საფეხურებსა და საგანთა შორის ძლიერ კავშირებს. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე მიღწეული შედეგების შედარებითობას. ვინაიდან ცოდნის მოცულობა და ტექნოლოგიები დინამიკურად იცვლება, სასწავლო პროცესი უფრო მეტად შეიძენს ინტერაქტიურ, შემოქმედებით და მრავალმხრივ კომუნიკაციურ ხასიათს.

გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ბეჭდური სახელმძღვანელო, არამედ ვიდეორესურსები, ციფრული სიმულაციები, კვლევითი ამოცანები, მონაცემთა რეალური ანალიზი, ვირტუალური პლატფორმები და სხვა თანამედროვე შესაძლებლობები”,- ნათქვამია მთავრობის მიერ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს