ვოლოდიმირ ზელენსკი - მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს - ეს ნებისმიერ ქვეყანაში ტერორისტულ აქტად ჩაითვლებოდა

მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი სამხედრო გამართლება არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ხარკოვში მატარებელზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 5 ადამიანი ემსხვერპლა.

„ნებისმიერ ქვეყანაში, სამოქალაქო მატარებელზე დრონის თავდასხმა იგივენაირად - წმინდა ტერორისტულ აქტად ჩაითვლებოდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რასაც აკეთებს.

„რუსებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს მკვლელობის, ტერორის შესაძლებლობა. ისინი ინვესტიციას დებენ ტერორის პროგრესში. ჩვენი ამოცანა - და ეს უნდა აერთიანებდეს მსოფლიოს ყველა წესიერ ადამიანს - არის სიცოცხლის დაცვის სფეროში პროგრესის უზრუნველყოფა. ეს შესაძლებელია რუსეთზე ზეწოლით. ეს შესაძლებელია რუსეთის დასჯით მისი ქმედებებისთვის. ეს შესაძლებელია უკრაინის მხარდაჭერით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არ დუმს, როდესაც ხედავს, თუ რას აკეთებენ რუსი ტერორისტები“, -აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ ღამით ხარკოვის რეგიონში სამგზავრო მატარებელზე, რომელიც ჩოპ-ხარკოვი-ბარვინკოვეს რეისს ასრულებდა, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს