ბათუმის მერიასთან გონიოს მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.
შეკრებილები საკუთრების აღიარებას ითხოვენ. მათი თქმით, საუბარია მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ერთ დროს სახელმწიფომ გადასცა, თუმცა მოგვიანებით ჩამოართვა.
მოსახლეობის თქმით, საკუთრების აღიარებას ხელისუფლების წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ დაჰპირდნენ.
მოსახლეობის განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა დროულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და ბათუმის მერიასთან კარვების გაშლას გეგმავენ.
აქციის მონაწილეებს ბათუმის საკრებულოს წარმომადგენელი, მამუკა კაკაბაძე შეხვდა.
როგორც მან განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო კაზუსებია, რაც მიწის რეგისტრაციას აფერხებს.
“მოვისმინე მოსახლეობის სიტუაცია, საქმის კურსში ვარ, მაქვს აღნიშნული ინფორმაცია. არის საკანონმდებლო კაზუსები, რაც აფერხებს მიწის რეგისტრაციას. დარწმუნებული ვარ, ბათუმის მერიის შესაბამისი კომისია დაიწყებს განხილვებს ინდივიდუალურ შემთხვევებში...
300-მდე ოჯახი იყო და 85 პროცენტს მიწები საკუთრებაში უკვე გადაცემული აქვს. წინა ხელისუფლების დროს ხალხს უსამართლოდ ჩამოერთვა და “ქართული ოცნების” პირობებში დაუბრუნდათ”,- აღნიშნა კაკაბაძემ.