გიორგი სიორიძე - სინდისის პატიმრებს არაფერი სჭირთ შესაწყალებელი

ყაველაშვილი თვითონ არავის იწყალებს, ის არის ბიძინა ივანიშვილის ნების ბრმა აღმასრულებელი, ჩვეულებრივი მარიონეტია. ვნახეთ, როგორ აქციეს 19 იანვარს ქრისტიანულ დღესასწაულთან დაკავშირებული მოსალოდნელი შეწყალება ფსიქოლოგიურ სადიზმად, - ამის შესახებ "ლელო ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა.

მისივე თქმით, „სინდისის პატიმრებს არაფერი სჭირთ შესაწყალებელი“.

„ყაველაშვილი თვითონ არავის იწყალებს, ის არის ბიძინა ივანიშვილის ნების ბრმა აღმასრულებელი, ჩვეულებრივი მარიონეტია. ვნახეთ, როგორ აქციეს ქრისტიანულ დღესასწაულთან დაკავშირებული მოსალოდნელი შეწყალება 19 იანვარს ფსიქოლოგიურ სადიზმად. ჯერ გააჩინეს მოლოდინი და საათების განმავლობაში, ყინვაში ელოდებოდნენ ოჯახის წევრები იმ ფაქტს, რომ რაღაც ადამიანობა შეიძლება ყოფილიყო რეჟიმის მხარეს.

ბუნებრივია, სინდისის პატიმრებს არაფერი სჭირთ შესაწყალებელი. ისინი იბრძვიან ციხის კედლებიდანაც. დადგება დრო, როდესაც ყველა გამოცხადდება უდანაშაულოდ. სამშობლოს სიყვარულისთვის იხდიან უკანონო სასჯელს. მათი ფიზიკური თავისუფლება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუმცა ამის ნება რეჟიმს არ აქვს. გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ დასაჯოს ეს ადამიანები თავისუფლების აღკვეთის გახანგრძლივებით, მაგრამ არ იციან, რომ ციხეშიც თავისუფლები არიან, ბრძოლის მაგალითს გვაძლევენ, ვინც გარეთ ვართ“, - აღნიშნა სიორიძემ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა