შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი ფასებთან დაკავშირებულ საპარლამენტო კომისიას მომავალ კვირას შექმნის

მომავალ კვირას იხსნება საგაზაფხულო სესია. პირველივე სხდომებზე მოხდება განხილვა და სურსათის ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა - შესაძლებლობა გვექნება, პროცესში მთელი საზოგადოება იყოს ჩართული საჯარო სხდომების საშუალებით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო კომისია სამივე საკითხს - პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასთან დაკავშირებულ სურათს შეისწავლის.

„შესაძლებლობა გვექნება, მთელი საზოგადოება იყოს ამაში ჩართული საჯარო სხდომების საშუალებით, ყველამ ერთად მოვისმინოთ, როგორ ხდება ამ სფეროებში ფასების წარმოქმნა.

მწარმოებელი, დისტრიბუტორი თუ სხვა რგოლისგან მოვისმენთ გაცხადებებს. ვხედავთ განცხადებებს, რომ ისინი ხედავენ ფასების დაწევის შესაძლებლობას. გარკვეულ საკითხებზე მიუთითებენ, რომელიც შეიძლება დარეგულირდეს საკანონმდებლო სახით, შესაძლოა, პრაქტიკა არის შესაცვლელი, მათ შორის ცნობიერების მხრივ. საჯარო პროცესში ყველა დაინტერესებული პირი იქნება ჩართული და ერთად შევძლებთ საკითხში გარკვევას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა