შალვა პაპუაშვილი - უკრაინის პრეზიდენტის მიერ ელჩის დანიშვნა მისასალმებელია, მაგრამ რა შეიცვალა? საქართველოს პოლიტიკა არ შეუცვლია - იმედია იმას აჩვენებს, რომ გადაიაზრა უკრაინის ხელისუფლებამ, რომ მტრული რიტორიკა შედეგის მომტანი არ არის

ელჩის დანიშვნა მისასალმებელია, მაგრამ რა შეიცვალა? საქართველოს თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოში ელჩის დანიშვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ელჩის დანიშვნით იმედია უკრაინა აჩვენებს იმას, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული რიტორიკა არაა შედეგის მომტანი.

„როგორც იცით, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩი დანიშნა, რაც მისასალმებელია ერთის მხრივ, თავად ფაქტი და მეორეს მხრივ ერთადერთი კითხვა ჩნდება, რომ რა შეიცვალა. საქართველოს თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია, როგორც 4 წლის წინ ვთქვით, რომ არ დავაწესებთ ორმხრივ სანქციებს, ახლაც ვამბობთ, რომ არ დავაწესებთ ორმხრივ სანქციებს. როგორც 4 წლის წინ ვთქვით, რომ არ გავაგზავნით ქართველებს საომრად, ახლაც არ ვაპირებთ, სახელმწიფო, რომ გააგზავნოს ქართველები უკრაინაში საომრად. ეს იყო ორი მიზეზი, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაასახელა მაშინ რატომაც გაიწვია საქართველოდან ელჩი. იმიტომ, რომ საქართველომ სანქციები არ დაუწესა რუსეთს და საკუთარი თავი არ გახადა ფრონტის წინა ხაზი და იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველები არ გააგზავნა უკრაინის ომში საომრად. ორი მიზეზი. ჩვენი პოზიცია ორივეზე იგივე დარჩა. ეს ფაქტი დანიშვნის ალბათ და იმედია იმას აჩვენებს, რომ გადაიაზრა უკრაინის ხელისუფლებამ, რომ ის მტრული რიტორიკა, რომელიც გვესმოდა ქართველების წინააღმდეგ, ის ანტიქართული გადაწყვეტილებები, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ შედეგის მომტანი არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია ელჩის დანიშვნა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ახალი ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა