პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების გაქურდვა განიზრახეს. წინასწარ გადანაწილებული როლების შესაბამისად, ჯგუფის ორგანიზატორი ჯგუფის არასრულწლოვან და პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ პირებს აძლევდა მითითებებს, თუ როდის და რომელი ობიექტი უნდა გაექურდათ და ხშირად თავად აკონტროლებდა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიას. არასრულწლოვანები დანაშაულებრივი გზით დაუფლებულ ნივთებს წინასწარ დაკავშირებულ პირებზე ყიდდნენ და თანხას აძლევდნენ ჯგუფის სრულწლოვან ორგანიზატორს, რომელიც აკონტროლებდა თანხის განაწილებას ჯგუფის სხვა წევრებზე.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 25-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობის ორგანიზება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 186-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს