ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია“ დაამტკიცა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია“ დაამტკიცა.

ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩუსის მიერ მომზადებული ანგარიში კომიტეტმა 44 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

„ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიის“ დოკუმენტის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში უახლოეს მომავალში გაიმართება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგი საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი გაუარესების შესახებ 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციას ითვალისწინებს.

დოკუმენტი გაფართოების გეოსტრატეგიული განზომილების შესახებ საუბრობს და „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაფართოებას ევროკავშირისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის და სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რაც გრძელვადიან პოლიტიკურ დემოკრატიულ ხედვას და თამამ გადაწყვეტილებებს მოითხოვს“.

ასევე, დოკუმენტი „ხაზს უსვამს, რომ გაწევრიანება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანდიდატი ქვეყნების მავნე უცხოური ჩარევისგან დაცვის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს“.

„კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს