ადვოკატის ინფორმაციით, ილია ღუდუშაური საპატიმრო გირაოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფს

აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა 500 ათასი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს იქნება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ილია ღუდუშაურის ადვოკატმა, ლევან სეფიაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, წარდგენილი ბრალი ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადის, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება კანონიერია.

„იმ ნაწილში, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი და, მათ შორის, პროცესზე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს ბრალს, ხოლო რაც შეეხება თანამშრომლობის ნაწილს, ამ კონკრეტიკაში ვერ შევალ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დასაცავი პირის ინტერესები არსებობს ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება გირაოს ნაწილს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი დასაცავი პირი აღიარებდა წარდგენილ ბრალს, არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და ვფიქრობთ, რომ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება არის კანონიერი და ბრალდების მხარემ გაითვალისწინა ის წინაპირობები, რაც არსებობდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა 500 ათასი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს იქნება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი”, - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს