პროკურორი - საქმეში ბრალდებულის სტატუსი მხოლოდ ილია ღუდუშაურს აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრალდებულთა წრე არ გაფართოვდება გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს

მიმდინარეობს გამოძიება, დასადგენია სხვა, არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება, მაგრამ ასევე ვადასტურებ, რომ საქმეში მოიპოვება კონკრეტული მასალები, რითაც დასტურდება პირადი ნაცნობობა ილია ღუდუშაურსა და „ჯი თი გრუპის“ ხელმძღვანელ პირებს შორის, - ამის შესახებ ილია ღუდუშაურის საქმის პროკურორმა, დავით კაპანაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, არის ალბათობა, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

„დგინდება, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ილია ღუდუშაურმა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, უპირატესობა მიანიჭა ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც მონაწილეობას იღებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტო-სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებში, რის საფუძველზეც სამინისტრომ, მინიმუმ, 2 მილიონ 138 ათას ლარზე მეტი გადაიხადა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, დაეთანხმა ფაქტობრივ საფუძვლებს, რომელსაც ბრალდების მხარე ედავება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, შესაბამისად, ბრალდების მხარემ ჩათვალა საჭიროდ, რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო საპატიმრო გირაო, რაც სრულად დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ.

მიმდინარეობს გამოძიება, დასადგენია სხვა, არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება, მაგრამ ასევე ვადასტურებ, რომ საქმეში მოიპოვება კონკრეტული მასალები, რითაც დასტურდება პირადი ნაცნობობა ილია ღუდუშაურსა და „ჯი თი გრუპის” ხელმძღვანელ პირებს შორის. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით მათ ვინაობას, მაგრამ ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებას გააჩნია, შესაბამისი პასუხი გაეცემა.

დღეის მდგომარეობით, ბრალდებულის სტატუსი მხოლოდ ილია ღუდუშაურს აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულთა წრე არ გაფართოვდება გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. ნებისმიერი სამართლებრივი გადაცდომის გამოკვეთის შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვება”, - განაცხადა პროკურორმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!