აბას არაღჩი - ჩვენს მამაც შეიარაღებულ ძალებს თითები სასხლეტზე აქვთ და დაუყოვნებლივ და ძლიერად უპასუხებენ ნებისმიერ აგრესიას

ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები მზად არიან - თითები სასხლეტზე აქვთ - დაუყოვნებლივ და ძლიერად უპასუხონ ჩვენი საყვარელი მიწის, ზღვისა და ჰაერის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აგრესიას, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„12-დღიანი ომისგან მიღებულმა ღირებულმა გაკვეთილებმა საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო ძლიერად, სწრაფად და საფუძვლიანად ვუპასუხოთ“, - აცხადებს ირანი.

მისი თქმით, ირანი ყოველთვის მიესალმება ურთიერთსასარგებლო, სამართლიან და თანასწორ ბირთვულ შეთანხმებას და მას ბირთვული იარაღის მოპოვება არასდროს უცდია.

„ამავდროულად, ირანი ყოველთვის მიესალმება ურთიერთსასარგებლო, სამართლიან და თანასწორ ბირთვულ შეთანხმებას. შექმნილს თანასწორობის საფუძველზე, იძულების, მუქარისა და დაშინების გარეშე - რომელიც უზრუნველყოფს ირანის უფლებას მშვიდობიან ბირთვულ ტექნოლოგიაზე და ბირთვული იარაღის არსებობას გამორიცხავს. ასეთ იარაღს ჩვენს უსაფრთხოების გათვლებში ადგილი არ აქვს და არასდროს გვიცდია მისი მოპოვება“, - აცხადებს არაღჩი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს