ქართული საწარმოს საერთაშორისო აღიარება - „პოლიმერი 1“ ხარისხის ნიშას ინარჩუნებს

უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო პოლიეთილენის მილები, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი საწარმო, ათობით ერთგული პარტნიორი და საერთაშორისო აღიარება - ეს პოლიმერი 1-ია, 40-წლიანი ისტორიით, გამოცდილებითა და თანამედროვე მიდგომებით, რომელიც კომპანიის სანდოობასა და მაღალ რეპუტაციას განაპირობებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე.

„პოლიმერი 1-ის“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოში მზადდება სასმელი წყლის, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემისთვისა და გაზის მაგისტრალური ქსელებისთვის განკუთვნილი მაღალ წნევაზე მომუშავე პოლიეთილენის მილები, 16მმ-დან 800მმ-ის ჩათვლით.

აღნიშნული პროდუქციის ხარისხს აღიარებს TÜV Austria - საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია ტესტირების, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების სფეროში. ამასთან, „პოლიმერი 1-ის“ საწარმოს ბაზაზე ფუნქციონირებს, აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ISO და EU სტანდარტებს. თითოეული პარტია სწორედ აღნიშნულ ლაბორატორიაში მოწმდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდება მომხმარებელს ექსპლუატაციისთვის.

ISO 17025 სტანდარტით აკრედიტებული ლაბორატორია არის გარანტი, რომ მომხმარებლამდე უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო და გამძლე მილი მივა.

„პოლიმერი 1-ის“ დირექტორის, ამირან ადეიშვილის განმარტებით, მილები მხოლოდ 100%-ით უსაფრთხო და ხარისხიანი ნედლეულისგან მზადდება. მისი სტანდარტებთან შესაბამისობა კი მოწმდება მილის დამზადებამდე, რაც წარმოების თითოეული რგოლის გამართულობისთვის არის მნიშვნელოვანი.

მილები იწარმოება P100 მასალისგან, რაც საერთაშორისო სტანდარტებით, ყველაზე უსაფრთხოდ და გამძლედ არის აღიარებული წყლის, ბუნებრივი აირისა და სხვა სისტემებისთვის.

კომპანიის დირექტორის თქმით, მილების ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 55-60 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქსელის დაზიანების რისკი თითქმის ნულამდეა დაყვანილი.

„ჩვენი პროდუქციის აღიარება განაპირობა ხარისხმა, რომელსაც დაფუძნებიდან დღემდე ვინარჩუნებთ. თვალს ვადევნებთ საერთაშორისო სტანდარტებს და სწორებას სწორედ მასზე ვაკეთებთ, ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ნიშა - ხარისხი, სანდოობა, გამძლეობა, უცვლელი დარჩეს“, - განაცხადა „პოლიმერი 1-ის“ დირექტორმა, ამირან ადეიშვილმა.

კომპანია აგრძელებს ადგილობრივი ბაზრისთვის უმაღლესი ხარისხის პოლიეთილენის მილების მიწოდებას და სამომავლოდ გეგმავს, აქტიურად განახორციელოს პროექტები პროდუქციის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის და პარალელურად, წარმოებაში დანერგოს ევროკავშირის ქვეყნებში შემუშავებული ყველა უახლესი სტანდარტი.

(R)

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!