გიორგი ბარამიძე აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციასთან შეხვედრამდე - საქართველო თავიდან ბოლომდე მოსწყდა დასავლურ ორბიტას და რუსეთის გუბერნიის სტატუსისკენ მიექანება - ბუნებრივია, ჩვენს მეგობრებს აინტერესებთ ჩვენგან ინფორმაცია

საქართველო თავიდან ბოლომდე მოწყდა დასავლურ ორბიტას და რუსეთის გუბერნიის სტატუსისკენ მიექანება - ბუნებრივია, ჩვენს მეგობრებს აინტერესებთ საკითხი, ჩვენგან ინფორმაციის მიღება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციასთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებზე, პოლიტიკურ პატიმრებზე და სხვა მნიშვნელოვან აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.

ბარამიძემ მედიასთან კომენტარში, ასევე, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება „პუტინზე უარეს კანონებს იღებს, რაც იმას ნიშნავს რომ ძალიან ეშინიათ და ამიტომ, ადამიანის უფლებებს მაქსიმალურად ზღუდავენ“.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. გუშინ გავიგეთ, რომ ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდა აპირებს კიდევ უფრო მეტად შეზღუდოს ქვეყანაში ადამიანის უფლებები. რუსეთს გაუსწრეს, ალბათ, თურქმენეთს და მსგავს სახელმწიფოს თუ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. ეს ვითარება, ბუნებრივია, აწუხებს ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს, ევროპელი იქნება ეს, თუ ამერიკელი. რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ უსაფრთხოების საკითხებზე, პოლიტპატიმრებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. საქართველო თავიდან ბოლომდე მოწყდა დასავლურ ორბიტას და რუსეთის გუბერნიის სტატუსისკენ მიექანება. ასეთ მდგომარეობაშია ქვეყანა და ბუნებრივია, ჩვენს მეგობრებს აინტერესებთ საკითხი, ჩვენგან ინფორმაციის მიღება.

ეს დრაკონული, ანტიკონსტიტუციური კანონი, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება. პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, რა თქმა უნდა, იბრძოლებს კანონიერი, კონსტიტუციური მეთოდებით ამგვარი უკანონო, ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბარამიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს