მარტა კოსი „ქართულ ოცნებაზე“ - მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს და მუშაობს - ერთადერთი, რაც შემიძლია მათ ვუთხრა არის ის, რომ ეს აბსურდი შეწყვიტოს და ევროპულ მომავალზე მუშაობა დაიწყოს

მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს და მუშაობს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

მარტა კოსმა „ევროსკოპის“ შეკითხვას უპასუხა, „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებების გეგმის შესახებ.

„ქვეყანა ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივებს სულ უფრო და უფრო შორდება. ერთადერთი, რაც შემიძლია მთავრობას ვუთხრა არის ის, რომ ეს აბსურდი შეწყვიტოს და ევროპულ მომავალზე მუშაობა დაიწყოს. გარდა ამისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და რამდენიმე მათგანს მიმდინარე კვირაში ჩემს ოფისში შევხვდით. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიას. ასე რომ, გთხოვთ, გამაგრდით“, - აღნიშნა კოსმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს