„ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ამერიკულ კომპანიას მიჰყიდის

„ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ამერიკულ კომპანიას მიჰყიდის, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ თავისი უცხოური აქტივების ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია Carlyle Group-ისთვის მიყიდვას დათანხმდა.

„ლუკოილის“ განცხადებით, Carlyle Group-ს მისი შვილობილი კომპანიის Lukoil International GmbH-ის მიყიდვის შესახებ შეუთანხმდა, რომელიც ნავთობკომპანიის უცხოურ აქტივებს აკონტროლებს.

„ლუკოილის“ ინფორმაციით, შეთანხმება ყაზახეთში არსებული აქტივების გაყიდვას არ მოიცავს.

„შეთანხმება გარკვეულ წინაპირობებს ექვემდებარება, მათ შორის საჭირო მარეგულირებელი ორგანოების თანხმობას, კერძოდ, აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ნებართვას“, - ნათქვამია „ლუკოილის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2025 წლის ოქტომბერში აშშ-მა რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტის“, „ლუკოილისა“ და მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ლუკოილს“ უცხოური აქტივების გაყიდვისთვის ვადა 28 თებერვლამდე მისცა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს