კაია კალასი - ველი, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შევიყვანთ

ველი, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შევიყვანთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ შეთანხმდებიან.

„ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ვაწესებთ და ასევე, ველი, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შევიყვანთ“, - განაცხადა კალასმა.

Politico-ს ცნობით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება, თუმცა გუშინ, საფრანგეთმა განაცხადა, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატებას მხარს დაუჭერს.

„ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ხვალ ბრიუსელში სანქციებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ირანში დარღვევებზეა პასუხისმგებელი. მათ აეკრძალებათ ევროპის ტერიტორიაზე შესვლა და მათი აქტივები გაიყინება. საფრანგეთი მხარს დაუჭერს ,,ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ევროკავშირის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს