ირაკლი ანთაძე - უკანონო პატიმრობაში იმყოფება 13 პირი და ერგნეთში დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა სწორედ მათი გათავისუფლებაა - 22 დეკემბრიდან ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია და იმედია, ეს ტენდენცია შენარჩუნდება

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 130-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 130-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, 22 დეკემბრიდან დღემდე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

,,დღევანდელი შეხვედრის განხილვის მთავარ თემას ჩვენთვის წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 13 პირი და ჩვენი დღის წესრიგის მთავარ პუნქტს სწორედ აღნიშნული პირების გათავისუფლება წარმოადგენს.

ასევე განვიხილავთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებს.

რაც შეეხება ინციდენტებს, შეხვედრებს შორის პერიოდში, ანუ 22 დეკემბრიდან დღემდე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია, ეს იშვიათი მოვლენაა და ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იყო განპირობებული მხოლოდ ამინდით და მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება, თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი სურვილია.

წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა უკანონოდ დაკავების 6 შემთხვევა“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს