ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - სამხრეთ აფრიკაშიც ნებისმიერი უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მით უმეტეს გაერთიანება, წყდება მმართველ საბჭოებთან ერთად - ბუნდოვანია, რომ თუ ყველაფერი უცვლელად რჩება, რა არის გაერთიანების მიზანი?

სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიც რომ ნახოთ, იქ ნებისმიერი უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მით უმეტეს გაერთიანება, ყოველთვის წყდება მმართველ საბჭოებთან ერთად - ბუნდოვანებას იწვევს ის ფაქტი, რომ თუ ყველაფერი უცვლელად რჩება, რა არის გაერთიანების მიზანი?! - ამის შესახებ პროფესორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან დიდ გაუგებრობას და ქაოსს იწვევს სტუდენტებში ის, თუ როგორ მოხდება ავტორიზაციის და აკრედიტაციის საკითხები.

„ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიც რომ ნახოთ, იქ ნებისმიერი უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მით უმეტეს გაერთიანება, ყოველთვის წყდება მმართველ საბჭოებთან ერთად. ეს არის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭო, ასევე ფაკულტეტის საბჭოები. მე რამდენადაც ვიცი, არცერთი მათგანის შემთხვევაში არ ყოფილა არანაირი საუბარი აღნიშნულ თემაზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს ნამდვილად რეგულირდება. ჩვენი წესის მიხედვით, ჩვენს შემთხვევაში რეორგანიზაციის ნებართვა აუცილებლად უნდა გასცენ მმართველმა საბჭოებმა - ეს არის აკადემიური წარმომადგენლობითი საბჭო და ფაკულტეტის საბჭო. ძალიან დიდი გაუგებრობას და ქაოსს იწვევს სტუდენტებში როგორ მოხდება ავტორიზაციის, აკრედიტაციის საკითხები, ვინაიდან ის უნივერსიტეტი, რომელიც დაფუძნდება, ახალი უნივერსიტეტი იქნება”,- აღნიშნა ნინო დობორჯგინიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს