საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაციას, სამინისტროში თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე, პაატა პატიაშვილთან ერთად, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა.

„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე, საერთო ინტერესებსა და ურთიერთნდობაზე დამყარებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროგრამები და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს. აღინიშნა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილი და ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა