„ევროპის უნივერსიტეტის" დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა აღიარებულია დიდი ბრიტანეთის სამედიცინო საბჭოს მიერ

"ევროპის უნივერსიტეტის" დიპლომირებული მედიკოსის (ერთსაფეხურიანი) საგანმანათლებლო პროგრამა ოფიციალურად შეფასდა დიდი ბრიტანეთის სამედიცინო საბჭოს (General Medical Council - GMC) მიერ და აღიარებულ იქნა, როგორც მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების მიმწოდებელი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო სკოლების სტანდარტებთან. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, GMC-ის ექსპერტთა მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი შეფასება "ევროპის უნივერსიტეტში" 2025 წლის ნოემბერში განხორციელდა.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ექსპერტებმა შეაფასეს უნივერსიტეტის აკადემიური და კლინიკური რესურსები. დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და საუნივერსიტეტო კლინიკა, გამართეს სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან და სტუდენტებთან.

„ვიზიტის მიმდინარეობისას ასევე შეფასდა პროგრამა და შიდასაუნივერსიტეტო მარეგულირებელი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული შეფასების შედეგად, GMC-იმ დაადგინა, რომ პროგრამა სრულად აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს "ევროპის უნივერსიტეტის" სწრაფვას სამედიცინო განათლების უწყვეტი განვითარებისა და მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს