ევროკავშირის საბჭო ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

რეპრესიებისა და რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

“[ევროკავშირის] საბჭომ დღეს შემზღუდველი ზომები დაუწესა დამატებით 15 ფიზიკურ და ექვს იურიდიულ პირს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ირანში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, რაც მშვიდობიანი პროტესტების ძალადობრივად ჩახშობას მოყვა, მათ შორის ძალადობის გამოყენებაზე, უკანონო დაკავებებზე, დემონსტრანტების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ დაშინების ტაქტიკებზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

კერძოდ, დასანქცირებული არიან ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი ესკანდარ მომენი, გენერალური პროკურორი მოჰამად მოვახედი-აზადი და თავმჯდომარე მოსამართლე იმან აფშარი. ასევე, დასანქცირებული არიან “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” რამდენიმე მეთაური და პოლიციის მაღალი რანგის ოფიცრები.

“ირანის მიერ რუსეთის აგრესიული ომის სამხედრო მხარდაჭერა პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. დღეს, [ევროკავშირის] საბჭომ შემზღუდველი ზომები დაუწესა ოთხ ფიზიკურ და ექვს იურიდიულ პირს, კონკრეტული ფოკუსით ირანის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე დრონების განვითარებასა და წარმოებაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს