ტატო ქელბაქიანი - „მოსკოვის მექანიზმზე“ შეთანხმება ძალიან მწვავე შემთხვევების დროს ხდება, თუ “ქართული ოცნება” თანამშრომლობაზე უარს იტყვის, ეს ცალკე მხილება და აღიარება იქნება, რომ ქვეყანაში პრობლემებია

„მოსკოვის მექანიზმი“ სულ 15-ჯერ თუ 16-ჯერ არის გამოყენებული, რაც ამოქმედდა და მსგავს მექანიზმზე შეთანხმება ძალიან მწვავე შემთხვევების დროს ხდება, - ამის შესახებ “პრევენცია პროგრესისთვის” ხელმძღვანელმა, ტატო ქელბაქიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმის” გააქტიურებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ეუთო-ს 24 ქვეყანა აწერს ხელს.

ქელბაქიანმა განმარტა, რას გულისხმობს „მოსკოვის მექანიზმი” და როგორ მუშაობს აღნიშნული ინსტრუმენტი.

“მოსკოვის მექანიზმი ეუთო-ს ფარგლებში შექმნილი მონიტორინგის სპეციალური საგამოძიებო მექანიზმია, რომელიც 1991 წელს ჩამოყალიბდა და ხელი მოეწერა მოსკოვში, ამიტომაც ეძახიან “მოსკოვის მექანიზმს”. მისი ძირითად ამოცანა არის ეუთო-ს წევრ ქვეყნებში, როდესაც მაგალითად, ქვეყნის შიდა მექანიზმები ვეღარ პასუხობს გამოწვევებს, ამ თვალსაზრისით საგანგაშო ინფორმაცია გამოდის, ეუთო-ს წევრი ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ სპეციალური მისია გამოგზავნონ, რომელიც საექსპერტო ჯგუფებისგან კომპლექტდება და შეისწავლიან დოკუმენტაციას, გამოჰკითხავენ მოწმეებს, დადებენ სამართლებრივ შეფასებას, დასკვნასა და რეკომენდაციებს.

ეს მექანიზმი სულ 15-ჯერ თუ 16-ჯერ არის გამოყენებული, რაც ამოქმედდა და ასეთ მექანიზმზე შეთანხმება ძალიან მწვავე შემთხვევების დროს ხდება”, - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” გაუჭირდება, ხელი შეუშალოს მისიის მუშაობას, თუმცა მცდელობა დამატებითი მხილება იქნება სახელისუფლებო გუნდისთვის.

“თუ “ქართული ოცნება” თანამშრომლობაზე უარს იტყვის, ეს კიდევ ცალკე მხილება იქნება და ირიბი აღიარება იმის, რომ ქვეყანაში პრობლემები ნამდვილად არსებობს. წინასწარ არ ვიცი, როგორ იმოქმედებენ, მაგრამ გაუჭირდებათ, ბოლომდე შეუშალონ ხელი ამ მისიას. რაღაცების შეფუთვას შეეცდებიან, მაგრამ ეს მისია მარტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ხომ არ აფასებს ამ ყველაფერს, ამ პროცესში შეხვდება მედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, ვინც დევნილი იყო და ვისზეც პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება, სხვადასხვა ინსტიტუციებს და ასე, ყოველმხრივი შეფასების შედეგად იდება დასკვნა”, - აღნიშნა ქელბაქიანმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!