თსუ-სთან აქცია ლოზუნგით - „დაიცავი განათლება“ მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე თსუ-სა და სტუ-ს სტუდენტები, ასევე, სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეები განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებას აპროტესტებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე.

სტუდენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება დაანონსებული განათლების რეფორმით განათლების სისტემას აზიანებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების მიზანია კადრების შემცირება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ლექტორების გათავისუფოება.

ადგილზე შეკრებილები მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ უგულებელყონ სტუდენტებისა და ლექტორების ნება და თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება უკან წაიღონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს