დონალდ ტრამპი - კანადაში წარმოებული ყველა თვითმფრინავის სერტიფიცირებას ვაუქმებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სერტიფიცირებას გაუუქმებს კანადაში წარმოებულ ყველა თვითმფრინავს და ქვეყანას 50 პროცენტიან ტარიფს დაუწესებს.

„იმ ფაქტის საფუძველზე, რომ კანადამ არასწორად, უკანონოდ და მტკიცედ უარი თქვა Gulfstream 500, 600, 700 და 800 თვითმფრინავების, რომლებიც ერთ-ერთი უდიდესი და ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული თვითმფრინავებია, სერტიფიცირებაზე, ვაუქმებთ მათი Bombardier Global Express-ის და კანადაში წარმოებული ყველა თვითმფრინავის სერტიფიცირებას, სანამ Gulfstream-ი, დიდი ამერიკული კომპანია, სრულად არ იქნება სერტიფიცირებული, როგორც ეს მრავალი წლის წინ უნდა მომხდარიყო“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მისი მტკიცებით, კანადა, ფაქტობრივად, კრძალავს Gulfstream-ის პროდუქციის გაყიდვას კანადაში სერტიფიცირების პროცესის გამო.

„თუ რაიმე მიზეზით ეს სიტუაცია დაუყოვნებლივ არ გამოსწორდება, ვაპირებ კანადისთვის 50%-იანი ტარიფის დაწესებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდულ ყველა თვითმფრინავზე“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს