ევროპა, ჩვენი ეროვნული სამხედრო ძალების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, - ასე ეხმაურება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ევროკავშირის მიერ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას.
„ამჟამად რამდენიმე ქვეყანა ცდილობს თავიდან აიცილოს ჩვენს რეგიონში ტოტალური ომის აფეთქება. არცერთი მათგანი არ არის ევროპული. სამაგიეროდ, ევროპა ცეცხლის გაღვივებით არის დაკავებული. აშშ-ს დავალებით „უკან დაბრუნების“ მცდელობის შემდეგ, ის ახლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, როდესაც ჩვენს ეროვნულ სამხედრო ძალებს „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აცხადებს“, - წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
აბას არაღჩი ევროპას „შერჩევით აღშფოთებაში“ ადანაშაულებს.
„გვერდზე გადავდოთ მისი შერჩევითი აღშფოთების აშკარა თვალთმაქცობა - ისრაელის მიერ ღაზაში ჩადენილი გენოციდის საპასუხოდ ნულოვანი ზომების მიღება და ირანში „ადამიანის უფლებების დაცვა“ - ევროპის „პიარ ხრიკი“ ძირითადად ცდილობს შენიღბოს ის ფაქტი, რომ ის სერიოზული დაცემის პროცესში მყოფი მოთამაშეა“, - წერს აბას არაღჩი.
ევროკავშირის ამჟამინდელი პოზიცია ღრმად აზიანებს მის ინტერესებს.
„რადგან კონტინენტზე ჩვენს რეგიონში ტოტალური ომი, მათ შორის ენერგორესურსების ფასების ზრდის შედეგად, უდავოა, მას მასიური გავლენა ექნება - ევროკავშირის ამჟამინდელი პოზიცია ღრმად აზიანებს საკუთარ ინტერესებს. ევროპელები იმსახურებენ უკეთესს, ვიდრე მათ მთავრობებს შეუძლიათ შესთავაზონ“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.