დონალდ ტრამპი - ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება - მათ ორი რამ ვუთხარი: პირველი, არანაირი ბირთვული იარაღი და მეორე, შეწყვიტეთ მომიტინგეების დახოცვა

ამჟამად ირანისკენ ბევრი ჩვენი ძალიან დიდი, ძალიან მძლავრი გემი მიცურავს და კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საუბარი ირანთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და გეგმავს თუ არა ამას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

„მქონდა და ვგეგმავ. ამჟამად ირანისკენ ბევრი ჩვენი ძალიან დიდი, ძალიან მძლავრი გემი მიცურავს და კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება“.

კითხვაზე, რა გზავნილი გაუზიარა ირანელებს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ირანულ მხარესთან საუბრისას ორი მოთხოვნა ჰქონდა: ბირთვული იარაღის აკრძალვა და მომიტინგეების მკვლელობის შეჩერება.

„მე მათ ორი რამ ვუთხარი: პირველი, არანაირი ბირთვული იარაღი და მეორე, შეწყვიტეთ მომიტინგეების დახოცვა. ისინი ათასობით ადამიანს კლავენ. იცით, ორი კვირის წინ 837 ადამიანის ჩამოხრჩობა შევაჩერე. მაგრამ მათ რაღაც უნდა გააკეთონ. არავის უნახავს მსგავსი რამ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!