ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელზე ძალადობისთვის დაკავებული ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით შარაშიძე ბრალს აღიარებს

პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით შარაშიძის ადვოკატის ინფორმაციით, შარაშიძე ბრალს აღიარებს.

კითხვაზე, თუ რატომ სცემა მან პოლიციელი, ადვოკატი პასუხობს: „სიმართლე რომ ვთქვა, გაშველებას ცდილობდა“.

„დაცვის მხარე [დღევანდელ სასამართლო პროცესზე] გირაოს ვითხოვთ. ოდენობა შესათანხმებელი მაქვს ოჯახთან, ბრალდებულთან. აღიარებს [ბრალს] თანამშრომლობს. საქმის მასალები გუშინ გადმომეცა, თუმცა არ გავცნობილვარ“,- აღნიშნავს ადვოკატი „ტვ პირველთან“.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

კერძოდ,უწყების ცნობით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს