ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინთან ჩემი მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია, შემიძლია მისი კიევში მოწვევა - დაე, მოვიდეს, საჯაროდ ვიწვევ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში შეხვედრა მისთვის შეუძლებელია.

„რა თქმა უნდა, პუტინთან ჩემი მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია. ეს იგივეა, რაც პუტინთან შეხვედრა კიევში. შემიძლია მისი კიევში მოწვევა; დაე, მოვიდეს. საჯაროდ ვიწვევ, თუ გადაწყვეტს, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას სურს ომის რეალურ დასრულებაზე კონსტრუქციული შეთანხმებების მიღწევა, შეხვედრა, რომელიც შეიძლება იყოს პროდუქტიული, არსებული საკითხების განხილვა და მათი მოგვარება.

„მაგრამ თუ ვინმეს არ სურს შეხვედრა და რაიმე მიზეზით პირდაპირ ვერ ამბობს ამას, მაშინ მოსკოვში მიწვევა ჟღერდება. გასაგებია, რა ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, ლიდერებს შორის შეხვედრის ნებისმიერი რეალური ფორმატი მისაღებია უკრაინული მხარისთვის.

„ყოველთვის ვამბობდი: მზად ვარ ნებისმიერი ფორმატისთვის, ომის დასრულების საკითხზე. თუმცა, მოსკოვსა და ბელარუსში ეს უბრალოდ შეუძლებელია და სრულიად ნათელია, თუ რატომ - რადგან ესენი არიან სახელმწიფოები, რომელთაგან ერთი აგრესორია, რომელმაც დაიწყო და აწარმოებს ომს ჩვენს წინააღმდეგ, გვხოცავს, ხოლო მეორე ქვეყანა მისი პარტნიორია ამ ქმედებებში,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს