იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა, სადაც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 109 კგ ქათამი დაილუქა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 109 კგ ქათამი, ინდმეწარმეს კი საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, გამოვლინდა საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 109 კგ ფრინველი (ქათამი). ინდმეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები სახელმწიფო კონტროლს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტად ახორციელებენ. ფრინველთა არალეგალური სასაკლაოს გარდა, მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებას უკვე ეცნობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება