ირაკლი ქადაგიშვილი - საზოგადოება ხედავს, რომ განათლება საჭიროებს ფუნდამენტურ განახლებას და დახვეწას - ეს თემა ვერ გახდება სპეკულანტურად საპროტესტო მუხტის აწევის თემა

საზოგადოება ხომ ხედავს, რომ განათლება, რომელიც დღეს საქართველოშია, საჭიროებს ფუნდამენტურ განახლებას და დახვეწას - ეს თემა ვერ გახდება სპეკულანტურად საპროტესტო მუხტის აწევის თემა, რადგან ამ რეფორმის აუცილებლობას ყველა ხედავს, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განათლების რეფორმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თემის ირგვლივ შინაარსის გაგება არავის უნდა და პროტესტის მიზანი ის არის, რომ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიოს.

„ვთქვით ფასები შევამციროთ და ამაზე ვიზრუნოთო და მაგაზე აქვთ უარყოფითი კამპანია ატეხილი. ბუნებრივია განათლების რეფორმასთან დაკავშირებითაც ეს კამპანიაა - „გამოდით, გააპროტესტეთ”. პროტესტი რატომ? შინაარსის გაგება არავის უნდა. ააა, იქნებ ამან მღელვარების ტალღა გამოიწვიოს…საზოგადოება ხომ ხედავს, რომ განათლება, რომელიც დღეს საქართველოშია, საჭიროებს ფუნდამენტურ განახლებას და დახვეწას. ამას თვითონ ის სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ხედავს. გასაგებია, რომ რეფორმა ყოველთვის გარკვეულ კითხვას, დისკომფორტს ბადებს. ოჯახშიც რაღაცას რომ გადაალაგებ, იმასაც თავისი დისკომფორტი მოაქვს. ამიტომ, ეს თემა ვერ გახდება სპეკულანტურად საპროტესტო მუხტის აწევის თემა, რადგან ამ რეფორმის აუცილებლობას ყველა ხედავს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების შეფასებით, ხელისუფლება დაანონსებული განათლების რეფორმით განათლების სისტემას აზიანებს.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა