რიკოთის გვირაბში სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა, რის გამოც გვირაბი ჩაიკეტა

რიკოთის საავტომობილო გვირაბში სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არიან თუ არა დაშავებულები, ან რა გახდა ავარიის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს ამობრუნებამ, გვირაბის დაკეტვა გამოიწვია, რის გამოც ავტომანქანებს შემოვლითი გზით უშვებენ.

„ინტერპრესნიუსი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს