ჰაკან ფიდანი - ვიმედოვნებთ, რომ ირანის შიდა საკითხებს ირანელი ხალხი გარე ჩარევის გარეშე მოაგვარებს - ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ჩარევის წინააღმდეგები ვართ

ვიმედოვნებთ, რომ ირანის შიდა საკითხებს ირანელი ხალხი მშვიდობიანად, გარე ჩარევის გარეშე, მოაგვარებს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ანკარა ირანში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

„ყურადღებით ვაკვირდებით ირანში მიმდინარე მოვლენებს. კიდევ ერთხელ გვინდა გავიმეოროთ, რომ ღრმად დამწუხრებული ვართ საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა გამო და ვუსამძიმრებთ ირანელ ხალხს“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ანკარა ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია.

„ყველა შესაძლებლობის დროს ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენს ყველა კოლეგას, რომ წინააღმდეგი ვართ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ჩარევის. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელი ცდილობს დაარწმუნოს შეერთებული შტატები ირანზე სამხედრო თავდასხმის განხორციელებაში. ისრაელის ამ მცდელობებს შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ ჩვენი რეგიონის ისედაც მყიფე სტაბილურობას“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა სტამბოლში გაიმართა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს