ლაშა ფარულავა - ჩვენ ყოველთვის გვქონდა ერთობის ნარატივი, იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ: “ნაცი-ქოცი ერთია“ და თვითონ აღმოჩნდნენ “ქოცებში”, მათი ლიდერი კი დაკარგულია, თავად პარტიის წევრები ვერ პოულობენ

პროცესში ყველა [ოპოზიცია] უნდა ვიყოთ ერთად, უბრალოდ, ამ გზაზე იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, “ნაცი”-“ქოცი” ერთიაო და ბოლოს თვითონ აღმოჩნდნენ “ქოცებში”, ოღონდ გალახულ „ქოცებში“ არიან და ამ ადამიანებს ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებენ პარლამენტში, მათი ლიდერი კი დაკარგულია და თავად პარტიის წევრები ვერ პოულობენ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლაშა ფარულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ფარულავას თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის ოპოზიციური ერთობის მომხრე იყო.

“რა თქმა უნდა, ბრძოლაში მეტია გასაკეთებელი და რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. ჩვენი ლიდერები ციხეში არიან, პარტიაში ძალიან მძიმე პროცესი მიდის, ზოგადად პოლიტიკურ პარტიებში მიდის მძიმე პროცესები და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების გაუქმება მიმდინარეობს. ამ პროცესში, როდესაც ავტორიტარული რეჟიმია და დიქტატურა გვაქვს ქვეყანაში, რა მრავალპარტიულ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, როდესაც პირდაპირ ტროტუარზე დგომისთვის აკავებენ ადამიანებს.

ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ყველა უნდა ვიყოთ ერთად. ერთად ყოფნაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ საგარეო დონეზეც უნდა გვქონდეს ერთიანი სტრატეგია, ერთიანი ნარატივი. ვისაც არ უნდა ჩვენთან, რა ვიცი…

ჩვენ ყოველთვის გვქონდა ერთობის ნარატივი, მათ შორის, მზად ვიყავით, უარი გვეთქვა საარჩევნო ნომერზე, უარი გვეთქვა ყველანაირ განსხვავებებზე და შევსულიყავით ერთიან ოპოზიციურ ფრონტში. უბრალოდ, ამ გზაზე იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, ნაცი-ქოცი ერთიაო და ბოლოს თვითონ აღმოჩნდნენ ქოცებში, ოღონდ გალახულ ქოცებში არიან და ამ ადამიანებს ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებენ პარლამენტში, მათი ლიდერი კი დაკარგულია და თავად პარტიის წევრები ვერ პოულობენ”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს