Politico - ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ევროპული სამშვიდობო არმიის განთავსების შესახებ იდეას არ ეთანხმება

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უარყო მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერის მანფრედ ვებერის წინადადება, რომლის მიხედვითაც ერთობლივმა ევროპულმა არმიამ, შესაძლოა, უკრაინაში ომისშემდგომ სამშვიდობო პროცესში როლი შეასრულოს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ვებერი, უკრაინაში „ევროპული დროშის“ ქვეშ მოქმედი ჯარისკაცების განლაგების გარდა, გამოვიდა ინიციატივით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობები გაერთიანდეს.

მერცი მიესალმა ვებერის მცდელობებს ევროკავშირის რეორგანიზაციის შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ ეს იდეები ევროპის პრობლემების დაუყოვნებლივ გადაწყვეტას არ უზრუნველყოფს.

„ახლა არსებულ ამოცანებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, - განაცხადა მერცმა ვებერის ინიციატივების შესახებ კითხვაზე საპასუხოდ.

Politico წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერცმა ევროპული არმიის შესახებ ვებერის წინადადებებთან დაკავშირებით ცივი მიდგომა გამოავლინა, მის მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული უკრაინაში გერმანელი სამშვიდობოების გაგზავნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინი სამშვიდობოების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვაში ისეთივე აქტიური არ არის, როგორც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მერცი ამტკიცებს: „ჩვენ, პრინციპში, არაფერს გამოვრიცხავთ“.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს