აბას არაღჩი - ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღი ჰქონოდა და მზადაა სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება მიიღოს

ყოველთვის სიამოვნებით ვურთიერთობ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ირან-თურქეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო მნიშვნელობის რეგიონულ საკითხებზე, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ჩვენს საუბრებში კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღი ჰქონოდა და მზადაა მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს; ეს მოიცავს „ბირთვული იარაღის არარსებობის“ უზრუნველყოფას და სანქციების მოხსნის გარანტიას“, - აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მისი თქმით, თურქეთმა გააფართოვა კეთილი ნება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.

„ირანი ყოველთვის მზადაა ითანამშრომლოს რეგიონის სახელმწიფოებთან, რათა დაიცვას მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში და დაიცვას იგი უკანონო აგრესიისგან“, - წერს აბას არაღჩი.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს