პოლიციელზე ძალადობისთვის ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილი პირი პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის­ საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად ბრალდებული, ორი ძებნილი პირი დააკავა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული ლ.ჩ. და 1997 წელს დაბადებული დ.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე. პოლიციამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, მომხდარიდან მალევე - ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ჩ. და დ.ს. 31 იანვარს თბილისში ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება